“საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ვშიშობ, რომ ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე. უარყოფით გავლენას იქონიებს ბანკებზე, რომლებსაც აღარ შეეძლებათ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციონ ესა თუ ის გადაწყვეტილება და ზოგადად ტრანზაქციებისთვის და კერძო სექტორისთვის ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. სხვა მხრივ, ამ გადაწყვეტილებაში აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არაფერი საგანგაშო არ ხდება. ამ გადაწყვეტილებით, თუ ამ გადაწყვეტილებით გარეშე, “რუსთავი 2” იყო, არის და იქნება ჩვენთან ერთად. აქედან გამომდინარე, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეწვილება ვერაფერს ევრ ცვლის,”– განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და მათივე შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ქვეპუნქტის მოქმედება, სადაც საუბარია, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები “ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება”.
გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგნაირად ხსნის:
“საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი”.