ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა

2 ნოემბერი, 2015 • • 1135
აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იგივე შეფასება გააკეთა რუსეთის სადამკვირვებლო მისიამ. 


საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში ამჯერადაც მმართველმა პარტიამ “ენი აზერბიაჯანმა” მოიგო და, ისევე როგორც 2010 წელს, 71 ადგილი მოიპოვა პარლამენტში. 

 

1 ნოემბრის არჩევნებზე კიდევ 12 პარტია მონაწილეობდა, თუმცა პარლამენტში მკვეთრად გამოხატული არც ერთი ოპოზიციური ძალა არ მოხვდა. 

 

აზერბაიჯანის ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საპარლამენტო არჩევნებზე 55% იყო, თუმცა ოპოზიციური კანდიდატები აცხდებენ, რომ არჩევნები გააყალბეს და სინამდვილეში 25%-იანი აქტივობა იყო.  

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი