ინაშვილის შტაბის ცნობით, საგარეჯოს #1 საარჩევნო უბანზე ირმა ინაშვილმა მიიღო148 ხმა, ხოლო თამარ ხიდაშელმა – 96; #25 უბანზე – ინაშვილმა – 159, ხიდაშელმა – 79; #17 უბანზე – ინაშვილმა – 102, ხიდაშელმა – 93.
საგარეჯოში დღეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა პარლამენტი დატოვა, რადგან ის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.