დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მიზანს დაზოგვის კულტურის წახალისება წარმოადგენს, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში გაიმართა.
მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, თიბისი ბანკმა სოციალურ ქსელში გამოცხადებული კონკურსის “ჩემი ყულაბა” 2 რჩეული გამოავლინა და მათ საბავშვო ანაბრები გაუხსნა. კონკურსის ფარგლებში 139 მონაწილიდან, რომლებმაც სოციალურ ქსელში საკუთარი ნახატები, სახელწოდებით “ოცნების ყულაბა” გააგზავნეს და ფულის დაზოგვის მიზანი დაასახელეს, სულ 11 გამარჯვებული გამოვლინდა. საბავშვო ანაბრებთან ერთად, 14 წლამდე ასაკის მოზარდები სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებისთვის დამზადდა მათ მიერ დახატული ოცნების ყულაბებიც.
მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდიც, www.grovia.com.ge ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე საბანკო პროდუქტებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ.
მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება და ის მიზნად ისახავს მოსახლეობასა და კომერციულ ბანკებს შორის არსებული ბარიერის გადალახვას და ფინანსური სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას. ეს დღე მოსახლეობას აწვდის იდეასაც, რომ ფული ბანკებში დაზოგონ.
მსოფლიო დაზოგვის დღე მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ დაარსდა და მას ბევრ ქვეყანაში 1925 წლიდან აღნიშნავენ.