საუბარია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორ ნიკა გავარამიას, ასევე სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა.
“ ჩაწერილი საუბრების გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი განცხადებების ადგილი არ არის”, – აცხადებს აშშ-ის საელჩომ 31 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში.
აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ “მიესალმება” პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ და დასძენს:
“ეს განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს საჭიროა დიალოგი და პოლიტიკური და მედიასივრცეების გაფართოება და არა შეზღუდვა”.
დღევანდელ განცხადებამდე აშშ-ის ელჩმა იან კელიმ 30 ოქტომბერს ჟურნალისტს ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ვერ გააკეთებდა კომენტარს იმ საუბრებზე, რომლის წარმოშობაც ” არ ვიცით, როგორი გზითაა ის მოპოვებული”.
29 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე გავრცელდა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ესაუბრება გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საკითხზე. საუბრის ავთენტურობა დაადასტურეს გიგა ბოკერიამ და ნიკა გავარამიამ. საუბარი შეეხება რუსთავი 2-ის დაცვას, მათ შორის, ბარიკადების მოწყობით და “ბოევიკების” მონაწილეობით. აღნიშნულ ჩანაწერებში ექსპრეზიდენტი უცხოელების რეაქციით ინტერესდება და კითხულობს- “ეს იდიოტი უცხოელები რას შვებიან”?





