კერძოდ, ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 46 082 ამომრჩევლიდან ხმა უკვე 5 841-მა მისცა, ხოლო მარტვილში რეგისტრირებული 33 510 ამომრჩევლიდან – 4 266-მა.
რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, დმანისში რეგისტრირებული ამომრცევლის 7.2%-მა მისცა ხმა, ვანში – 21%-მა, ხოლო ხობში – 20.1-მა.
ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ 12:00-ის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები არ დაფიქსირებულა.
პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ტარდება.
საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის კენჭს იყრიან “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ასევე, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ არის წარდგენილი 3 კანდიდატი: ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია.
რაც შეეხება მარტვილს, აქ მაჟორიტარობისთვის 2 სუბიექტი იბრძვის: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია.
საპარლამენტო შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა
ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში 46 011 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო მარტვილში – 33 465. პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 39 საარჩევნო უბანზე.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, დღევანდელ არჩევნებს აკვირდება 22 ადვილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის 22 დამკვირვებელი და მედიორგანიზაციების 327 წარმომადგენელი.





