ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ადა მარშანიამ გზა სასტუმროდან საარჩევნო შტაბამდე ხატით გაიარა. მისი თქმით, ხატის ჩატანა საარჩევნო შტაბის წევრებმა სთხოვეს.
დღეს, 31 ოქტომბერს შუალედური არჩევნები მარტვილსა და საგარეჯოში ტარდება, რადგან მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი 2015 წლის მარტში გარდაიცვალა, ხოლო საგარეჯოს დეპუტატი თინა ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდა.