ინაშვილის შტაბის წარმომადგენლებსა და სოფელში გამგებლის რწმუნებელ გიორგი ჭიაბერაშვილის მხარეს შორის დაპირისპირება დღეს მოხდა. ინაშვილის მხარე პროვოკაციაში სწორედ გამგებლის წარმომადგენელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იგი უბანზე აგიტაციას ეწეოდა ხიდაშელის სასარგებლოდ. ფიზიკური დპაირისპირების შემდეგ დაუდასტურებელი ინფორმაციით რამდენიმე პირი დაკითხვაზე წაიყვანეს პოლიციაში, თუმცა შსს ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
“მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი საგარეჯოში, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება მაჟორიტარული წესით. ჩვენი ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით გიორგიწმინდის მე-20 უბანზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც ქალბატონი ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლები სიტუაციის დაძაბვას ცდილობდნენ. იმ მდგომარეობაზე, რაც გიორგიწმინდის საარჩევნო უბანთან შეიქმნა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პასუხისმგებლობა ეკსირება ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბს. გარდა ამისა, 47-ე უბანზე, იორმუღანლოს ზონაში ასევე იყო მცდელობა საარჩევნო პროცესში ჩარევის ისევ ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების მხრიდან, მუბარის მამედოვი შეიჭრა უბანზე, ყვიროდა და საარჩევნო კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდა. ეს ხდებოდა დაახლოებით 09:40 საათზე, თუმცა მითითების შემდეგ მან საარჩევნო უბანი დატოვა.
ამომრჩევლის აქტივობა შედარებით დაბალია, როგორც მოსლაოდნელი იყო შუალედური არჩევნებისთვის, მაგრამ საგანგაშო არ არის. დღის მეორე ნახევარში ველით, რომ ამომრჩევლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ძალიან ვთხოვ ყველა კონკურენტს, განსკაუთრებით ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლებს, რომლებიც განსკაუთრებით აქტიურობენ, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან”, – აცხადებს ხიდაშელი.
მისაღებია თუ არა უბანთან გამგებლის წარმომადგენლის ყოფნა არჩევნების დღეს? – თამარ ხიდაშელი ამ კითხვას ასე პასუხობს:
“მე იურისტი ვარ და ამოვდივარ საარჩევნო კოდექსიდან, არჩევნების დღეს აგიტაცია აკრძალულია საარჩევნო უბანში, საარჩევნო უბნის შენობაში, გარეთ რა ხდება აგიტაცია, ეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევიდა ცვლილება და ეს მუხლი ამოღებულია კოდექსიდან… 100 თუ 20 მეტრის რადიუსში აგიტაცია აკრძალული იყო”.
საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის კენჭს იყრიან “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ასევე, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ არის წარდგენილი 3 კანდიდატი: ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია.
რაც შეეხება მარტვილს, აქ მაჟორიტარობისთვის 2 სუბიექტი იბრძვის: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია.
საპარლამენტო შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე სანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა
ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში 46 011 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო მარტვილში – 33 465. პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 39 საარჩევნო უბანზე.