შსს-მ უბნის ინსპექტორების ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს 3 მოქალაქე – ნ. ტ; ნ. გ და ი. ს. და ჩინეთის 2 მოქალაქე – ც. ვ. და შ. ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით,, ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში, ჩინური მასაჟის სალონსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.
პოლიციის ცნობით, მასაჟის სალონსა და სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).