ახალი ამბები

ნატომ მომავალ გენერალურ მდივნად მარკ რუტე აირჩია

26 ივნისი, 2024 •
ნატომ მომავალ გენერალურ მდივნად მარკ რუტე აირჩია

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დღეს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს ნატოს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშვნის შესახებ.

ამ პოსტზე ის ნორვეგიელ იენს სტოლტენბერგს შეცვლის, რომელიც 10 წელია გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს და ოთხჯერ გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა.

რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება.

57 წლის მარკ რუტე 2010 წლიდან არის ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. ის წარმოადგენს სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), რომელიც ლიბერალური Renew Europe-ის ევროპულ ოჯახში შედის.

ამ თემაზე:

„ნატო ძალიან კარგ ხელში იქნება“ — სტოლტენბერგი მარკ რუტეს შესახებ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი