ახალი ამბები

ორბანის ესკორტის თანმხლები პოლიციის ოფიცერი ავარიაში დაიღუპა

25 ივნისი, 2024 •
ორბანის ესკორტის თანმხლები პოლიციის ოფიცერი ავარიაში დაიღუპა

61 წლის პოლიციელი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა ავტოავარიაში, როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს აცილებდნენ აეროპორტში.

„როიტერსის“ ცნობით, ინციდენტი მოხდა ორშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც შოტლანდია-უნგრეთის მატჩის შემდეგ ვიქტორ ორბანი აეროპორტში მიემართებოდა და შტუტგარტის საგზაო პოლიციის მოტოციკლების რაზმი აცილებდა. პოლიციის ოფიცერს დაეჯახა BMW-ის მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლმა არ იცოდა, რომ გზაჯვარედინი დაკეტილი იყო.

გამოძიებას ლუდვიგსბურგის პოლიცია აწარმოებს, რომელმაც მოწმეებს პოლიციაში მისვლისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი