გვარამიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი მეგობარია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის პოზიციას ყველაფერში იზიარებს.
“დიახ, ვადასტურებ, მიხეილ სააკაშილის აზრით, ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც ის საუბრობს: ეს არის შენობის ბარიკადირება, კუნმთმაგარი ადამაინების შემოჯარვა და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა. რამდენად გავიზიარე მე ეს დამოკიდებულება, ბარიკადების აგების და ასე შემდეგ, შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ, გასულია დაახლოებით 10 დღე ამ საუბრიდან და თუ იპოვით ერთ ბარიკადას მაინც, მაშინ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამაზე საუბარი,”– განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანიას ბოლომდე დაიცავენ:
“ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი: ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ტელეკომპანიას იმიტომ, რომ ჩვენი უფლებები ილახება უკანონოდ, საკუთრებას გვართმევენ უკანონოდ, თავისუფალ სიტყვას ზღუდავენ უკანონოდ”
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მას ამ ჩანაწერებითაც აშანტაჟებდა. გვარამიას თქმით, ხელისუფლება არის წამსვლელი იმაზეც, რომ სერიოზული და ეგზისტენიციალური რისკები შეუქმნას რუსთავი 2–ის კოლექტივს.
“იმედი მაქვს, თუ ვინმეს სკეპტიციზმი ჰქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს სრულიად დარწმუნებულია, რომ მე არ მომლანდებია ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი მესინჯერი, მე არ მომლანდებია ის ინფორმაცია, რომელზეც ვისაუბრე. ეს ინფორმაცია ნამდვილია, მე ნამდვილად მაშანტაჟებდნენ იმიტომ, რომ რუსთავი 2–ის ბედის გადაწყვეტა უნდოდათ და ნამდვილად, ეს ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი,”– განაცხადა მან.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს კითხვებით, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერები უკრაინულ პორტალზე და ხომ არ გამოიწვევდა ეს კონკრეტული პირისთვის ბრალის წაყენებას. შსს–ს ამ დრომდე პასუხი არ მოუწოდებია.