“ერთადერთი, რის გამოც შეიძლება მე მისმენდნენ, არის 315–ე მუხლით აღძრული საქმე, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, აღძრულია სწორედ იმიტომ, რომ ლეგალიზება მოახდინოს ფარული მოსმენების. მაგრამ ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, არის ჩაწერილი უფრო ადრე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა და ამის შესახებ განცხადება გაკეთდებოდა. ეს არის სასამართლო სხდომის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი და უნდა დავათარიღოთ სვარუდოდ 19 ოქტომბრით,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამია აცხადებს, რომ მან იცოდა ამ აუდიოჩანაწერების შესახებ და სწორედ ამ ჩანაწერით აშანტაჟებდნენ.
გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობას გულისხმობს, სუს–მა 24 ოქტომბერს დაიწყო.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს კითხვებით, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერები უკრაინულ პორტალზე და ხომ არ გამოიწვევდა ეს კონკრეტული პირისთვის ბრალის წაყენებას. შსს–ს ამ დრომდე პასუხი არ მოუწოდებია.