უწყებაში აცხადებენ, რომ ერევანში მომხდარი ფაქტი მიმდინარე წლის დეკემბერში ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიებზე პოვებს ასახვას.
“დიდი მწუხარებით გვიწევს იმის კონსტატაცია, რომ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა სომხეთში, რესპუბლიკაში, რომელსაც აფხაზეთი მეგობრულ ქვეყნად მიიჩნევს. ქართველი ქორების გავლენით სომხეთის ხელისუფლებისა და ტურნირის ორგანიზატორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამართლება გაგვიჭირდება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს დაუსრულებელ მცდელობებს, შეზღუდოს აფხაზეთის კონტაქტები დანარჩენ მსოფლიოსთან და გააგრძელებს სხვა ქვეყნებში აფხაზეთის მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების თანმიმდევრულ და პრინციპულ დაცვას”, – წერია უწყების განცხადებაში.
აფხაზეთის საგარეოს აქვე მოყავს ბოლო რამდენიმე მსგავსი ფაქტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლების გადაწვეტილებით, აფხაზეთის მონაწილეებს კონკრეტულ საერთაშორისო ღონისძიებებში აფხაზეთის სახელით მონაწილეობა აეკრძალათ.
სომხეთის დედაქალაქში 21-23 ოქტომბერს თავისუფალ ჭიდაობაში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან აფხაზეთის სპორტსმენთა დელეგაცია მოხსნეს.
| ||||||||