რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკაში ცეცხლსასროლი იარაღიდან მართლმადიდებლური ეკლესია და სინაგოგა დაცხრილეს.
მედუზას ცნობით, ინციდენტი ქალაქ დერბენტში მოხდა. ამის პარალელურად ბოევიკები თავს დაესხნენ და ხანძარი გააჩინეს მაჰაჩყალაში მდებარე სინაგოგაშიც.
საბოლოო ჯამში ორმხრივი sროლის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 5 პოლიციელი და 2 თავდამსხმელი.
მომხდარს რუსეთში ტერაქტად აფასებენ.
დაშავებულია 10 პოლიციელი. სინაგოგაში მოკლულია ერთი სამოქალაქო პირიც.
ამასთან მედუზას თანახმად, ბოევიკებმა მოკლეს მართლმადიდებელი სასულიერო პირიც.
რუსეთში აცხადებენ, რომ დაღესტანში კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებენ.