ახალი ამბები

პრეზიდენტი: რასაც მე ვაკეთებ, არის სივრცის შექმნა, სადაც დაპირისპირებული მხარეები საუბრობენ

29 ოქტომბერი, 2015 •
პრეზიდენტი: რასაც მე ვაკეთებ, არის სივრცის შექმნა, სადაც დაპირისპირებული მხარეები საუბრობენ

პრეზიდენტს სტუმრებმა შეკითხვები საქართველოს საქართველოს საგარეო კურსზე და ამ კურსის შესახებ საზოგადოებაში არსებულ თანხმობაზე დაუსვეს. მარგველაშვილის განცხადებით, თანხმობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, დასავლური საზოგადოების შენებაზე 2012 წლის არჩევნებით მოსულ პარლამენტში ერთმნიშვნელოვნად დაადგინეს, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც:

 

“შეიძლება ესა თუ ის დეპუტატი სხვადასხვა ღირებულებებს ლაპარაკობს, მაგრამ ის კონსენსუსი, რომელიც შედგა პარლამენტში 2013 წლის მარტში, რომელიც ჩემთვის პირადად არის მთავარი საგარეო პოლიტიკური დოკუმენტი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ, 100%–ით არის მიღებული და ორიენტირებულია დასავლურ ღირებულებებზე,”– განაცხადა მან. 

 

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ცდილობს, შექმნას ერთიანი სივრცე, სადაც ეს დაპირისპირებული მხარეები საუბარს შეძლებენ. 

 

“ყველაზე პროგრესულმა, ნატოზე და ევროკავშირზე ორიენტირებულმა პოლიტიკურმა ჯგიფმა რომ თქვას, რომ მეორე გასაქრობია, ჩათვალეთ, რომ იმ მომენტიდან იწყება ევროპული ღირებულებების ნგრევა და ჩვენი დასავლეთზე ორიენტაციის რღვევაც იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ მეორე პოლიტიკურ ჯგუფს, მეორე ადამიანს, მეორე სოციალურ ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს პორობლემები და ეს პრობლემები გადალახვადია ერთიანი დიალოგის შიგნით.

 

სწორედ ამიტომ, ერთ–ერთი მთავარი, რასაც მე ვაკეთებ და რაც რთულად მიდის, მაგრამ წინ მიდის, მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნა სივრცე, სადაც სხვადასხვა მხარეები, ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები, ესაუბრებიან ერთმანეთს და აფიქსირებენ ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება სხვადასხვა შეხედულებებს, მაგრამ იმას, რომ ეს ერთიან სივრცეში უნდა განხორციელდეს. ამას ვაკეთებდი წინა კვირის განმავლობაში, როდესაც ვხვდებოდი ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ჩვენ შეგვექმნა იმის პრეცედენტი, რომ შეიძლება არ მოგვწონს ერთმანეთი, მაგრამ გვინდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი და ერთიანი თანაცხოვრება,”– განაცხადა პრეზიდენტმა.  


პრეზიდენტი ნატოს კვირეულის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე 29.10.2015
პრეზიდენტი ნატოს კვირეულის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე 29.10.2015

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი