ახალი ამბები

წულუკიანის თქმით მთავარი პროკურორის კანდიდატებად ირაკლი შოთაძე და კახა კახიშვილი წარუდგინეს

28 ოქტომბერი, 2015 • 1000
წულუკიანის თქმით მთავარი პროკურორის კანდიდატებად ირაკლი შოთაძე და კახა კახიშვილი წარუდგინეს

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა. პროკურატურაში ის 2006 წლიდან მუშაობს. 

 

კახა კახიშვლი კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრია. მანამდე იგი მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 

 

იუსტიციის მინისტრმა 3 კანდიდატი საპროკურორო საბჭოს უნდა წარუდგინოს, საიდანაც საბჭო ერთ–ერთ მათგანს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე აირჩევს. 

 

თავად საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა და ამ ეტაპზე 11 წევრია არჩეული. 

 

20-21 ოქტომბერს საპროკურორო საბჭოს 8 წევრი აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არჩეულია საპროკურორო საბჭოს ერთი წევრი ეკა ბესელია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 23 ოქტომბერს დაასახელა. საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნულ პროცესს უნდობლობას უცხადებს. ასევე, საქართველოს პარლამენტმა 27 ოქტომბერს საპროკურორო საბჭოს წევრებად ირმა ჭკადუა და პოლიკარპე მონიავა აირჩია. 


საპროკურორო საბჭოში წევრები შემდეგნაირად არიან გადანაწილებული: საბჭოს თავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრი. 8 წევრს ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია; 2 წევრი არის პარლამენტარი – ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, მეორეს – იმ წევრთაგან, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში. 2 წევრს ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან; 2 წევრს კი ირჩევს საქართველოს პარლამენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან.


მასალების გადაბეჭდვის წესი