ახალი ამბები

ღარიბაშვილი: კატეგორიულად ვემიჯნებით თოფაძის განცხადებებს რუსთავი 2–სა და სტალინზე

28 ოქტომბერი, 2015 •
ღარიბაშვილი: კატეგორიულად ვემიჯნებით თოფაძის განცხადებებს რუსთავი 2–სა და სტალინზე

“ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის – ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით. ასევე, ვემიჯნებით დეპუტატის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით.

 

კოალიციას აქვს მტკიცე პოზიციები ასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით და ჩვენ ეს პოზიციები საჯაროდ გვაქვს გაცხადებული.

 

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ „რუსთავი 2–თან“ დაკავშირებით  ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი  დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

 

ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც კარგად  აქვს   გააზრებული  საბჭოთა წარსული. ჩვენ  დარწმუნებული  ვართ,  რომ ევროპული  და  ევროატლანტიკური  კურსი  –  ეს  არის  სწორი  გზა  და  იგი  პრინციპულად განსხვავდება  იმ  რეჟიმისგან,  რომელშიც  ათეული წლების განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება. ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ,”– აღნიშნულია ღარიბაშვილის განცხადებაში.


საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძემ 26 ოქტომბერს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში სტალინს საქართველოს სიმბოლო უწოდა და განცხადა, რომ “სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება მალე იმიტომ, რომ ის იყო გენიალური პიროვნება”. 27 ოქტომბერს კი პრესკონფერენციის დაწყებამდე  გოგი თოფაძემ გვერდით გადადო რუსთავი 2–ის მიკროფონი და თქვა: “ახლა, აი, აქ დადგით ასე რუსთავი 2, რომელიც ხვალ აღარ იქნება”. 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი