როგორც გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, 2014 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 164.0 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 66.8 %-ს წარმოადგენდა პირუტყვის ხორცი, 12,6% მოდიოდა თევზზე, 11,4% – ქათმის ხორცზე/ქათმის ბარკალზე, 3,9% – კარაქზე, 3,2% – ბანანზე, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2014-ში სამაცივრე მეურნეობების 49,0% თანამედროვე ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი ნაწილობრივ, 33,3% სრულად, ხოლო 17,6% საერთოდ არ იყო აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
2014 წელს საქართველოში სულ 57 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (28,1%) და კახეთში (24,6%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 14,0% მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 12,3% – ქ. თბილისში, 8,8% – ქვემო ქართლში, 8,8% – იმერეთში, ხოლო დარჩენილი 3,6% – სხვა რეგიონებშია განთავსებული.
2014 წლის განმავლობაში სამაცივრეებში მომსახურება გაეწია 1052 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია 247 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ – 776 კაცი.
2014 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 13,2 მლნ ლარის ღირებულების (36,5 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში უდიდესი ნაწილი (70,6%) იყო იმპორტირებული. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის 99% ბანანის სახით იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციაში მოცულობის მიხედვით ჭარბობდა ვაშლი (რომელზეც მოდიოდა სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 95%), ხოლო ღირებულების მიხედვით, ნაყინი (48%) და ატამი (34%). სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 27,8% უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული (ძირითადად ბანანი და ვაშლი).
რაც შეეხება ინფორმაციას სასაკლაოების შესახებ, საქსტატის ცნობით, 2014 წელს საქართველოში 77 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.8% მდებარეობს იმერეთში, 18,2% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 16,9% – კახეთში, 13,0% – შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 31,2% – სხვა რეგიონებშია განთავსებული:
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 12192 ერთეული პირუტყვის დაკვლაა შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). 2014 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 240438 სული პირუტყვი, მათ შორის 77.0% მსხვილფეხა, ხოლო 23.0% – წვრილფეხა. სასაკლაოების მიერ გასული წლის განმავლობაში 15990,6 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა), საიდანაც უდიდესი ნაწილი (94.0%) მსხვილფეხა პირუტყვის ხორცზე მოდიოდა.
რაც შეეხება აღჭურვილობას, საქსტატის ინფორმაციით, სასაკლაოების უმრავლესობა (50.6%) ნაწილობრივ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 39.0% აღჭურვილია სრულად, ხოლო 10,4% არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
2014 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 18.9% შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ. მომსახურების ღირებულებამ 5,0 მლნ ლარი შეადგინა, მომსახურება გაეწია 28792 პირს, საიდანაც 48.6% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოწლიურმა რაოდენობამ 513 კაცი შეადგინა.
საქცტატი ასევე აქვეყნებს ინფორმაციას ელევატორების შესახებაც. კერძოდ, 2014 წელს საქართველოში 40 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (60,0%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 17,5% ფუნქციონირებს თბილისში, 10,0% – შიდა ქართლში, 5,0% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
საქსტატის კვლევის თანახმად, 2014 წლის განმავლობაში ელევატორებში მომსახურება გაეწია 3361 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 80075 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 1382 კაცით განისაზღვრა.
2014 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 134,2 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 62,1%-ს წარმოადგენდა ხორბალი, 21,6%-ს -სიმინდი, 7,8%-ს- მზესუმზირის შროტი, 6,1%-ს – ალაო, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
საქსტატის მონაცემებით, ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2014 წლის განმავლობაში შესყიდულია 103,7 ათასი ტონა პროდუქცია, რომელიც თითქმის მთლიანად იმპორტირებული იყო, ხორბლის უმნიშვნელო ნაწილის გარდა. მათივე ცნობით, მომსახურების საფასურმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა – 1236,4 ათასი ლარი.
2014 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 55,9 მლნ ლარის ღირებულების 143,9 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 82.8% იყო იმპორტირებული. ამასთან, ელევატორების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ხორბლის და სიმინდის სახით იყო წარმოდგენილი (შესაბამისად 42,7% და 40,7%).
ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციაში მოცულობის მიხედვით ჭარბობდა სიმინდი (რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 35,9%), ხორბალი (32,9%), მზესუმზირის შროტი (12,7%) და სოიო (11,2%). ღირებულების მიხედვითაც იგივე პროდუქცია, ოღონდ განსხვავებული წილებით: ხორბალი (32,9%), სიმინდი (27,6%), სოიო (21,4%) და მზესუმზირის შროტი (12,2%).
ელევატორების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 35,6% უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული