ახალი ამბები

გვარამია: პროკურატურაში დამატებითი კითხვები ალექსი ახვლედიანის ჩვენებას უკავშირდებოდა

27 ოქტომბერი, 2015 •
გვარამია: პროკურატურაში დამატებითი კითხვები ალექსი ახვლედიანის ჩვენებას უკავშირდებოდა

“ამჯერად გაფრთხილებული ვარ, რომ დეტალებისგან თავი უნდა შევიკავო. ბუნებრივია, ვემორჩილები ამ მოთხოვნას. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რაზეც თანხმობაც მივიღე, ის არის, რომ დამატებითი კითხვები იყო გამომდინარე ალექსი ახვლედიანის ჩვენებიდან,”– განაცხადა ნიკა გვარამიამ.


 

გვარამიამ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი “რუსთავი 2″–ის საქმიდან გვერდზე არ გადგებოდა, დააშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებითა და ოჯახის წევრებზე მუქარით. მისი განცხადებით, ეს ინფორმაცია და სხვა გზავნილები მთავრობიდან მას ე.წ. მესენჯერმა გააცნო. გვარამიას პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა, რომ ეს პირი გააცნობდა მთავრობის შეხედულებებს. 

 

პროკურატურამ გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძება 21 ოქტომბერს საღამოს დაიწყო. დაკითხვაზე ნიკა გვარამიამ, პროკურატურის განცხადებთ, დაასახელა მესენჯერი – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. დაკითხვიდან გამოსულმა ალექსი ახვლედიანმა დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიას რუსთავი 2–ის ოფისში მართლაც შეხვდა, თუმცა უარყო, რომ ის ტელეკომპანიის დირექტორსა და მთავრობას შორის შუამავალია. ამის შემდეგ, გვარამია პროკურატურაში მეორედ დაიბარეს,

მასალების გადაბეჭდვის წესი