ახალი ამბები

გაეროს მოსახლეობის ფონდის ხუთწლიანი გემა საქართველოში

7 ოქტომბერი, 2010 • • 1114
გაეროს მოსახლეობის ფონდის ხუთწლიანი გემა საქართველოში

ხუთი წლის განმავლობაში გაეროს მოსახლეობის ფონდი  საქართველოს პარლამენტში შეიქმნილი ათასწლეულის განვითარების მიზნების საკოორდინაციო სპეციალურ საპარლამენტო ჯგუფს დაეხმარება მუშაობაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ დირექტორს– თურქეთში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში– ზაჰიდულ ჰიუქს გუშინ შეხვდა.

გარდა ამისა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მომავალი ხუთწლიანი გეგმა ითვალისწინებს აქტიურ მუშაობას საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ახალგაზრდული პოლიტიკის, დემოგრაფიის, მოსახლეობის დაბერებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

ოქტომბრის ბოლოს გიგი წერეთელი სტამბულში გაეროს მოსახლეობის ფონდის საკოორდინაციო შეხვედრაზეა მიწვეული, სადაც  ფონდის საქართველოსთან თანამშრომლობის სამომავლო ასპექტებს უფრო დეტალურად განიხილავენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდს საქართველოში უკვე  რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობისა და ძალადობის, საშვილოსნოს ყელის, ძუძუს და პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამები.

ასევე, ზაჰიდულ ჰიუქსი პარლამენტის თავჯდომარის მოადგილეს რუსუდან კერვალიშვილსა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ოთარ თოიძეს შეხვდა.

პასლამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ შეხვედრაძე მხარეებმა  ახალგაზრდებისა და ხანდაზმული ადამიანების დახმარების ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

ასევე განიხილეს  ჯანმრთელობის დაცვის, ჯანდაცვის რეფორმის, ახალგაზრდობის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და  შობადობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები.

აღინიშნა, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და თანამედროვე ოჯახის დაგეგმვის მომსახურება  მოსახლეობისთვის გაცილებით მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი