ახალი ამბები

ივანიშვილი: თუ კამერები რუსთავი 2–ს აწუხებს, ჟურნალისტებმა უნდა იაქტიუროთ

27 ოქტომბერი, 2015 • 939
ივანიშვილი: თუ კამერები რუსთავი 2–ს აწუხებს, ჟურნალისტებმა უნდა იაქტიუროთ

“თუ ის კამერები აწუხებს, ვთქვათ, ტელევიზიას, უნდა მოითხოვოთ და კანონი არსებობს ამის შესახებ. უნდა მოითხოვოთ და თქვენ გაქვთ ამის საშუალება, ჟურნალისტები ხართ საკმაოდ აქტიურები და გააგრძელეთ, სანამ არ მიიღებთ შედეგს. თუ არის რაიმე სახის უკანონობა, აუცილებლად შედეგი უნდა დადგეს. მე როგორც განმარტებებში ვნახე, ეს არის ეზოში და მხოლოდ უსაფრთხოებისთვისაა დაყენებული ისევ ტელევიზიის, ეს არ შედის შიგნით და შიდა სამზარეულოს არ უყურებს ეს კამერები და არ ამოწმებს და არ აკონტროლებს არავის. მაგრამ თუ ეს კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, რამდენადაც ძალიან დიდია აჟიოტაჟი, მე ასე წარმომიდგენია მოტივაცია, ვინც დააყენა ეს კამერები, რომ გადაჭარბებულია აჟიოტაჟი თქვენი ტელევიზიის ირგვლივ და ისევ იმ პარტიული ორგანიზაციის, ნაციონალური მოძრაობის მიერ არის ეს ზედმეტად ანგაჟირებული,”– განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 


რუსთავი 2–ის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების განთავსებისა და 24–საათიანი მონიტორინგის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათს, 24 ოქტომბერს განაცხადა.  სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟები დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ, რათა უზრუნველყონ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან აირიდონ მოსალოდნელი პროვოკაციები.

 

26 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ შსს–სა და სუს–ს მიმართა, რომ განმარტონ კამერების დაყენების მიზეზები.

მასალების გადაბეჭდვის წესი