ახალი ამბები

ხალვაში: პრეზიდენტს ვთხოვეთ სასამართლო პროცესის მონიტორინგი, მან დახმარება აღგვიქვა

27 ოქტომბერი, 2015 • 1083
ხალვაში: პრეზიდენტს ვთხოვეთ სასამართლო პროცესის მონიტორინგი, მან დახმარება აღგვიქვა

“პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა უნდა მოვუხადო პრეზიდენტს იმიტომ, რომ ჩემი თხოვნა გაითავლისწინა და მიმიღო. მოვუყევი ყველაფერი, რაშიცაა საქმე. სამართლებრივი მხარე ავუხსენით. ვთხოვეთ, რომ მონიტორინგი გაეკეთებინათ სასამართლოსთვის იმიტომ, რომ სასამართლო განიცდის დიდ ზეწოლას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. არის მცდელობა, რომ მოახდინონ ზეგავლენა გადაწყვეტილებაზე.  აქედან გამომდინარე, ვთხოვეთ, რომ მისი წარმომადგენელი დასწრებოდა სასამართლოს და გარკვეული ყოფილიყო სამართლიანობა, როგორ მიდის საქმე. მან დახმარება აღგვიქვა, ყველაფერი გაითვალისწინა. ჩვენ ავუხსენით სხვადასხვა სამართლებრივი ასპექტები, მაგრამ მან თქვა, რომ ის არ არის იურისტი და ამიტომ ვერ გააკეთებს თავის დასკვნას ამასთან დაკავშირებით, რომ მან უნდა მოუსმინოს სხვა მხარესაც, ეს თქვა. ცოტა ვრცელი ლაპარაკი გამოგვივიდა. ისტორიაც მოვუყევით, როგორ ხდებოდა ყველაფერი და საქმის კურსში ჩავაყენეთ,”– განაცხადა ქიბარ ხალვაშმა ჟურბნალისტებთან საუბრისას. 

 

ქიბარ ხალვაში პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ
ქიბარ ხალვაში პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ

ქიბარ ხალვაში ასევე გამოეხმაურა “რუსთავი 2″–ის საქმეზე მოპასუხე მხარის პოზიციასაც:

 

“მოპასუხე მხარეს ვუსმინე გუშინ “კურიერში” და ახლა როგორ ვთქვა, მე პრეტენზია მაქვს რუსთავი 2–ზე და იმ ადამიანებთან, ვისაც იქ შეიძლება მიჰყავდეს, მაქვს სურვილი, რომ მათთან ერთად ვიმუშავო, მაგრამ ბოლოს ერთი დასკვნა გავაკეთე და ჩემს ფეისბუკ პოსტზე დავწერე, რომ ტყუილში მართალს არ ურევენ,”– განაცხადა მან. 

 

გარდა ამისა, ქიბარ ხალვაშმა ისაუბრა იმის შესახებაც, თუ როგორ გადააფორმებინეს მას “რუსთავი 2″–ის წილები 2006 წელს. 

 

“2006 წლის 16 ნოემბერს, ღამის 11–ის ნახევარზე შევედი პრეზიდენტთან სალაპარაკოდ და იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დამიყენა პრეტენზია, მოთხოვნა, ულტიმატიმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია იმისთვის, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად მეცხოვრა და არ მქონოდა პრობლემები. მეორე დღეს, 2016 წლის 17 ნოემბერს, მოვიდა დიმა ქიტოშვილი თავის მეგობართან ერთად და გადაიფორმეს რუსთავი 2.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი