ახალი ამბები

საგამოძებო სამსახური: კუსტარულად დამზადებული AVE–ს სარეცხი საშუალება გასაყიდად გაჰქონდათ

27 ოქტომბერი, 2015 • 1129
საგამოძებო სამსახური: კუსტარულად დამზადებული AVE–ს სარეცხი საშუალება გასაყიდად გაჰქონდათ

საგამოძებო სამსახური აცხადებს, რომ ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ დამზადებული კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომლის ლოგოტიპიც მიმსგავსებულია ცნობილი ბრენდის, „AVE“ – ს სასაქონლო ნიშანს.

 

უწყების ინფორმაციით,  საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. ეს მუხლი  სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი