„სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება მალე იმიტომ, რომ ის იყო გენიალური პიროვნება და მე-20 საუკუნეში აღიარებულია. მალე, მალე ყველა მიხვდება, რომ ამ კაცმა დიდი სიკეთე გააკეთა და მთელი მსოფლიო თვლის ერთ-ერთ ყველაზე დიდი პიროვნებად მე-20 საუკუნის. ის კაცი იყო სიმბოლო საქართველოსი, დღეს რომ ჩადიხარ საღაცა… ჩინეთში ჩავიდა ჩვენი დელეგაცია. იცით რა შეხვედრა იყო, სტალინის ქვეყნიდან არიანო და გადაყვნენ ყველას.
მე ესე ვფიქრობ – საქართველოში, ქართველი კაცი, მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ის იყო ქართველი, რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი… ამიტომ მაგის ლანძღვა მე მიმაჩნია, რომ არ არის ქართველი კაცის საქმე. პირიქით – მე ვფიქრობ, ის, რაც მან გააკეთა, როგორ დააყენა რუსეთი ფეხზე, როგორ მიაღწია იმას, 15-20 წელიწადში ეგეთი უძლიერეს ქვეყანა შექმნა. რა თქმა უნდა, ბევრი სასიკეთოც გააკეთა ქართველებისთვის, ახლა მაგას ნუ ჩამოვყვებით, რომელიც არ ჩანს დღეს, გააკეთა ძალიან ბევრი. ქართველ კაცს მაგის ლანძღვის უფლება მორალური არ უნდა ჰქონდეს,“– განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენს კაბინეტში გაქვთ სტალინის სურათი? – უპასუხა, „არა, ჯერ არა, დავკიდებ სიამოვნებით. სახლში მაქვს, ბევრი სურათები მაქვს, წიგნები მაქვს ძაან ბევრი, წაგაკითხებთ იმ წიგნებს და იქნება აზრი შეგეცვალოთ სტალინზე“.
სტალინი აღიარებულია როგორც ტირანი, რომლის მმართველობის დროს მილიონობით ადამიანი, მათ შორის ქართველები, იქნა დახვრეტილი და რეპრესირებული. საქართველოში სტალინის მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ კომპენსაცია დააწესა.
კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა. საქართველოს მიღებული აქვს კანონი “თავისუფლების ქარტიის” შესახებ, რომლის მიზანთა შორის არის “საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა”.