ახალი ამბები

„გილოცავთ მნიშვნელოვან ეტაპს ევროინტეგრაციის გზაზე“ — სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს

15 ივნისი, 2024 •
„გილოცავთ მნიშვნელოვან ეტაპს ევროინტეგრაციის გზაზე“ — სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს მიმართავს და ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი, მოლაპარაკებების ეტაპის დადგომას ულოცავს.

მისალოც ტექსტს სალომე ზურაბიშვილი „X“-ზე აქვეყნებს.

„უკრაინა და მოლდოვა, გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დადგომას ევროინტეგრაციის გზაზე.

გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ სანდუს ამ მნიშვნელოვანი მიღწევის გამო.

დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე შეუერთდება თქვენს რიგებს”, — წერს სალომე ზურაბიშვილი.

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი 14 ივნისს შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ბელგიის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

გადაწყვეტილებას აქამდე უნგრეთი ბლოკავდა. უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მათ მიაღწიეს მოლაპარაკებების ჩარჩოში უნგრეთის პირობების ჩართვას, რაც, პიტერ სიიარტოს თქმით, ეროვნული უმცირესობების შესახებ მოთხოვნებს მოიცავდა.

მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე 25 ივნისს, მთავრობათაშორის კონფერენციაზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი