ახალი ამბები

თოფაძემ რუსთავი 2–ის მიკროფონი გვერდით გადადო და განაცხადა, რომ არხი ხვალ აღარ იქნება

27 ოქტომბერი, 2015 •
თოფაძემ რუსთავი 2–ის მიკროფონი გვერდით გადადო და განაცხადა, რომ არხი ხვალ აღარ იქნება

კერძოდ, როდესაც ჟურნალისტები მაგიდაზე მიკროფონებს ალაგებდნენ, გოგი თოფაძემ ხელი მოკიდა რუსთავი 2–ის მიკროფონს და თქვა: “ახლა, აი, აქ დადგით ასე რუსთავი 2, რომელიც ხვალ აღარ იქნება”. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2–თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. მოსარჩელეა ქიბარ ხალვაში, რომელიც აცხადებს, რომ თავის დროზე მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ახლა რუსთავი 2–ის წილების დაბრუნებას ითხოვს. 

გოგი თოფაძემ პრესკონფერენციის დაწყებამდე რუსთავი 2–ის მიკროფონი გვერდით გადადო
გოგი თოფაძემ პრესკონფერენციის დაწყებამდე რუსთავი 2–ის მიკროფონი გვერდით გადადო


მასალების გადაბეჭდვის წესი