ახალი ამბები

შსს: შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრაზე საქმის წარმოება იერსახის დამახინჯების მუხლით დაიწყო

26 ოქტომბერი, 2015 •
შსს: შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრაზე საქმის წარმოება იერსახის დამახინჯების მუხლით დაიწყო

როგორც უწყებაში აცხადებენ, ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოება ყველა ასეთ ფაქტზე დაიწყო. 

 

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შეურაცხმყოფელი პლაკატები მიაკრეს. პარტიის წევრის რაულ თავართქილაძის განცხადებით, პლაკატები დილის 6 საათზე ორმა პირმა გააკრა. შსს–ს წარმომადგენელმა ასეთი პლაკატების არსებობა თბილისშიც დაადასტურა.

 

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე გაკრული პლაკატი
ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე გაკრული პლაკატი

 

მას შემდეგ, რაც უკრაინულ საიტებზე ვრცელდება პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალები, რომლებიც სამეგრელოს სამალავებში ე.წ. კასრებში აღმოაჩინა ქართული ოცნების ხელისუფლებამ და ასახავს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს, თავდასხმები ხორციელდება ენმ-ს ოფისებზე რეგიონებსა და თბილისში: თავდაპირველად ოფისებთან მიიტანეს პლაკატები, წარწერით – ლიკვიდირებულია, შემდეგ შეასხეს წითელი საღებავები, ამჯერად კი გააკრეს პლაკატები. 


მასალების გადაბეჭდვის წესი