ახალი ამბები

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

13 ივნისი, 2024 •
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

14 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ევროს ღირებულება 14 ივნისს 3.0991 ლარი იქნება, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 1.5 თეთრით მეტია.

ეროვნული ვალუტა უმნიშვნელოდ გაუფასურდა დოლართანაც. 14 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8693 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 0.0029 ლარით მეტია.

ლარის კურსმა გაუფასურება მაისში დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის შემობრუნების გამო მასობრივი აქციები გაიმართა.

გაუფასურების პარალელურად, ბოლო ერთ თვეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი