“არის სპეკულაციის მსგავსი, რომ თითქოს მე მხარს ვუჭერ ირმა ინაშვილს და არა ხიდაშელს. რა თქმა უნდა, ეს არაფერ კავშირში არ არის სინამდვილესთან. მე მხარს ვუჭერ და თუ შეიძლება თქვენი ტელევიზიითაც მივმართავ საგარეჯოელებს, რომ, რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირონ ხიდაშელს, რომელიც არის ჩემი ჩამოყალიბებული პარტიის წევრი და მისგან წამოყენებული კანდიდატი. რესპუბლიკური პარტიაც არის კოალიციის წევრი და ძალიან გამოცდილი პარტია, მაგრამ ეს არის კოალიციის კანდიდატი და, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ხიდაშელს. ინაშვილთან შენახვედრი ვარ ოდესღაც, ინტერვიუ მაქვს მიცემული,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტია “პატრიოტთა ალიანსს” კარგად არ იცნობს და არც მათს წესდებას იცნობს.
“შესაბამისად, გამორიცხულია, რომ მხარი დავუჭირო ნებისმიერ მათ კანდიდატს,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით #11 საგარეჯოს და #65 მარტვილის ოლქებში 31 ოქტომბერს ჩატარდება