“ძალიან დიდ აჟიოტაჟს ქმნიან, მოსამართლეზე თვითონ ძალადობენ. აბა, ნახეთ, გაიხსენეთ უგულავას სასამართლო, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ მოსამართლეს. გაიხსენეთ უფრო ადრეული, თუ გნებავთ, მერაბიშვილის სასამართლო, გაიხსენეთ ახალაიას სასამართლო. ეს ხალხი გამოდის დღეს, რა დღეში ჰყავდათ საზოგადოება და როგორ ექცევიან მოსამართლეებს. დღეს უკვე მოსამართლის გასამართლება უნდათ. რეალურად იქით გადავიდა აქცენტი, რომ ეს მოსამართლე უნდა გასამართლდეს და არა სამართალი გამოიტანოს ამ დავაში. დავას თავი უნდა დავანებოთ და მოსამართლე უნდა გავასამართლოთ – ასეთი აჟიოტაჟი შექმნეს,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, არავინ იცის, თუ როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე “რუსთავი 2”-ის საქმეში.