“რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავაზე. თუმცა ვიტყვი, რომ უმსხვილესი ტელევიზიის დახურვა ან პოტენციური დახურვა მნიშნელოვნად შეამცირებს მედიასივრცეს საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც იწვევს მედიაპლურალიზმის საფრთხის ქვეშ დაყენებას.
ელჩმა იან კელიმ განიხილა ეს საკითხი [საქართველოს] პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მარგველაშვილის მოწოდებას საკითხის მშვიდად განხილვისკენ. ჩვენ, აშშ-ის ხელისუფლებას არაერთხელ შეგვიქია საქართველოს მედიაგარემო. ის რეგიონისათვის მოდელად იყო აღიარებული საერთაშორისო დონეზე. ჩენ გვჯერა, რომ დემოკრატიული ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი მოქალაქეების თავისუფლების დაცვა უნდა იყოს, რაც თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ტონერმა.