ახალი ამბები

ალექსი ახვლედიანი: გვარამიასთან “რუსთავი 2-ის” ოფისში შეხვედრას ვადასტურებ

22 ოქტომბერი, 2015 •
ალექსი ახვლედიანი: გვარამიასთან “რუსთავი 2-ის” ოფისში შეხვედრას ვადასტურებ

“ეს შეხვედრა, დიახ, ვადასტურებ, მოხდა რუსთავი 2-ის ოფისში, სადაც ძალიან ხშირად ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს და გვისაუბრია. როგორც კი მე, ჯერ ერთი, მოვრჩები დაკითხვას და შევხვდები ნიკა გვარამიას, გპირდებით, რომ აუცილებლად ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული,”- განაცხადა მან.


მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს 2015 წლის 26 აგვისტოში შეხვდა და მას შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ყოფილა. 

 

“ეს იყო 24 აგვისტო, როდესაც მოხდა ჩემი შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, სადაც მე მას გადავუხადე მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც მან გამოიჩინა, რომ ჩვენ მივიღეთ უმაღლესი შეფასება ფესტივალის ჩატარებაზე, ასევე მან გადმომცა მადლობა როგორც მე, ისევე ჩემს კოლექტივს. ჩვენ დავემშვიდობეთ და ამის შემდგომ არამცთუ ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურააში მე არ ვყოფილვარ,”- განაცხადა მან. 

 

დღეს მთავრ პროკურატურაში მოწმის სახით დაიკითხა ნიკა გვარამია, რომელმაც, პროკურატურის ინფორმაციით, დაკითხვისას აჩვენა, რომ მეგობარი, რომელიც მას შეხვდა, არის ალექსი ახვლედიანი, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სწორედ ეს მეგობარი აწვდიდა მას მთავრობის მესიჯებს.


 

21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დღეს, 22 ოქტომბერს გამოიტანს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას, რომელიც ითხოვს ტელევიზიის წილის დაბრუნებას. მისივე თქმით, გუშინ მასთან მივიდა პირი, რომელიც მანამდეც აწვდიდა მთავრობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას და აცნობა ეს ინფორმაციას სასამართლოს შესახებ და თან გადასცა, რომ თვითონ გარიდებოდა ამ პროცესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობიდან შემოუთვალეს, რომ მას ჰყავს ოჯახის წევრები და მასზე არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები.

 

 

 

რუსთავი 2-ის დირექტორის მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე – დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი