ახალი ამბები

ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა ბიზნესმენ გიორგი კოდუას კვერცხები ესროლეს

22 ოქტომბერი, 2015 •
ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა ბიზნესმენ გიორგი კოდუას კვერცხები ესროლეს

ახალგაზრდული მოძრაობის სამიზნე “თავისუფალი ზონის” ოფისი იყო, თუმცა მათ ოფისის პოვნა ვერ შეძლეს და აქცია შენობის წინ მოაწყვეს.  

 

აქციის მონაწილეებმა გიორგი კოდუას კვერცხი ესროლეს, როდესაც ის შენობიდან გამოდიოდა. შელაპარაკება მოხდა ასევე “პირიმზის” შენობაში განთავსებული ოფისების თანამშრომლებსა და აქციის ორგანიზატორებს შორის.

 

“გამოვდიოდი ჩემი ოფისიდან, როცა კვერცხები მესროლეს. ეს არევა ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს არ მოუტანს, პირველ რიგში, ჩვენს მთავრობას. თუ მთავრობას არ აქვს უნარი, რომ ეს გააკონტროლოს, მაშინ ეს გადაიზრდება ქუჩის ურთიერთგარჩევებში. ვთხოვ ჩვენს მთავრობას და პოლიციას, რომ იყოს მშვიდი გარემო ქალაქში,”- აცხადებს კოდუა.

 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა მათ სიტუაციის განსამუხტად არაფერი მოიმოქმედეს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა საპატრულო პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა პასუხი კითხვაზე, რატომ არ ჩაერივნენ პატრულის თანამშრომლები დაპირისპირებაში, ვერ მივიღეთ. 

 

დაპირისპირება პირიმზეს შენობასთან. 22/10/15
დაპირისპირება პირიმზეს შენობასთან. 22/10/15

მასალების გადაბეჭდვის წესი