ახალი ამბები

ხიდაშელი: შავ ზღვაში ამერიკული გემის შემოსვლა უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია

22 ოქტომბერი, 2015 • 913
ხიდაშელი: შავ ზღვაში ამერიკული გემის შემოსვლა უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია

მისი განცხადებით, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ შავ ზღვაზე უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები გაჩნდა.

 

“უსაფრთხოების გამოწვევები შავ ზღვაზე დღეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ყირიმის ოკუპაციამდე იყო და ამიტომ, სწორედ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ნატოს წვრი ქვეყნის სამხედრო გემი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში იმყოფება, ერთგვარი გარანტიაა უსაფრთხოების,”- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

მისი განცხადებით, საქართველო მადლობელია, რომ ზღვაზე თავდაცვის სამინისტროს ასეთი სწავლებების საშულება ეძლევა.

 

ამერიკაში საქართველოს ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ ამ ხომალდის საქართველოში სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“ეს ვიზიტი ხაზს უსვამს თამამშრომლობას შავი ზღვის არეალში საერთაშორისო საზღცაო ხაზების გახსნილობას და ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს ამერიკასა და საქართველოს შორის,”- განაცხადა მან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი