ახალი ამბები

ქიმიის დარგში ნობელიანტები გამოვლინდნენ

6 ოქტომბერი, 2010 • • 1658
ქიმიის დარგში ნობელიანტები გამოვლინდნენ

რიჩარდ ჰეკი, აკირა სუძუკი და ეი-ჩი ნეგიში ნობელის პრემიით დაჯილოვდნენ. აკირა სუძუკი 80 წლის იაპონელი ქიმიკოსია, ჰოკაიდოს უნივერსიტეტიდან, 81 წლისაა ამერიკელი ქიმიკოსი რიჩარდ ჰეკი, დელავერის უნივერსიტეტიდან. ეი-ჩი ნეგეში კი პორდუს უნივერსიტეტიდან არის.

”პირველი ადამიანი,რომელმაც ეს ახალი ამბავი შეიტყო, ჩემი ცოლია, ის ძალიან ბედნიერი იყო”,-განაცხადა ეი-ჩი ნეგიშიმ მას შემდეგ, რაც ნობელის პრემიის გამოცხადების ცერემონიალიდან მას ჟურნალისტებმა დაურეკეს.

სამივე ქიმიკოსი 2010 წლის ნობელიანტი გახდა. სპეციალურ მედალთან და დიპლომთან ერთად, მათ ფულადი პრიზი–10 მილიონი შვედური კრონი გადაეცემათ.

ყოველ წელს, 1901 წლიდან მოყოლებული, ნობელის პრიზით ჯილდოვდებიან: ფიზიკის, ქიმიის, ფსიქოლოგიისა ან მედიცინის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში მიღწეული წარმატებისთვის. 1968 წლიდან ამ დარგებს ეკონომიკის მეცნიერებაც დაემატა.

ნობელის პრიზის მფლობელები მედალს, პერსონალურ დიპლომს და ფულად ჯილდოს, 10 მილიონი შვედური კრონის ოდენობით (1,5 მილიონი აშშ დოლარი), იღებენ.

გუშინ, 5 ოქტომბერს, ფიზიკის დარგში მიღწეული წარმატებისთვის ორი ახალი ნობელიანტი დაჯილდოვდა: 36წლის კონსტანტინ ნოვოსელოვი, რუსეთიდან და 51 წლის ანდრე გეიმი, ჰოლანდიიდან. ორივე მათგანი მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორია.

პრემია მათ ახალი ნანომასალის – გრაფენის შექმნისათვის მიიღეს.

ფულადი ჯილდო ორივე მათგანზე განაწილდება.

ნობელიანტი გამოვლინდა მედიცინის დარგშიც. რობერტ ედვარდსი, 85 წლის კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, რომლის მიღწევების წყალობით, 1978 წელს სინჯარიდან პირველი ბავშვი გაჩნდა.

ნობელის 109-ე კვირეული 4 ოქტომბერს გაიხსნა.

7-8-11 ოქტომბერს 2010 წლის ნობელიანტების სიას შეურთდებიან ისინი, ვინც ლიტერატურის, ეკონომიკის მეცნიერებისა და მშვიდობის დარგში მიიღებენ ალფრედ ნობელის სახელობის პრესტიჟულ ჯილდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი