განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ეს განცხადება ვრცელდება რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფონზე.
ჩვენი აზრით, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსთავი 2-ის თანამშრომლების, არამედ საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, მათი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.
ჩვენ კარგად გვესმის რას ნიშნავს მედიის შანტაჟი ამ უკიდურესად საშიში ფორმით, რადგანაც 2009 წელს თავადაც ვიწვნიეთ ის საკუთარ თავზე და ეს საქმე გამოუძიებელია როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ.
ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში გამოიძიოთ ნიკა გვარამიას 21 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, დასაჯოთ დამნაშავეები და ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოთ მედიასა და საზოგადოებას.
გაზეთი ბათუმელები
netgazeti.ge