ახალი ამბები

პროკურატურა: გვარამიას განცხადებაზე გამოძიება დაიწყო და მას მოწმის სახით დავკითხავთ

21 ოქტომბერი, 2015 •
პროკურატურა: გვარამიას განცხადებაზე გამოძიება დაიწყო და მას მოწმის სახით დავკითხავთ

“რუსთავი 2-ის დირექტორის ნ. გვარამიას მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ჩვენ მიერ უმოკლეს ვადაში მოხდება ნ.გვარამიას მოწმის სახით დაბარება და დაკითხვა მომხდარის დეტალებში გარკვევის მიზნით,”– განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია სუხიაშვილმა. 

 

დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით, ასევე, ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე მუქარით დააშანტაჟეს. 


 

გვარამიას განცხსდებით, მას წყარომ, რომელიც სახელისუფლებო მესიჯებს აწვდის ხოლმე, დღეს უთხრა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ხვალ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ხოლო მისი აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება.

 

 

 

გვარამიას თქმით, იმავე წყარომ მას უთხრა, რომ იგი “გვერდზე უნდა გადგეს”.

 

 

 

“მე ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებ. ამის საპასაუხოდ მითხრეს, რომ შემდეგ არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ, არ უნდა დამავწიწყდეს, რომ არსებობს ჩემი ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა ჩაწერილი. მე მგონია, რომ  შანტაჟის წინააღმდეგ ყველაზე სწორი გზა არის საუბარი”, – თქვა გვარამიამ.



პროკურატურა
პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი