ნეტგაზეთი | პედაგოგთა პროფკავშირი ახალ პრეზიდენტს 30 ოქტომბერს აირჩევს პედაგოგთა პროფკავშირი ახალ პრეზიდენტს 30 ოქტომბერს აირჩევს – Netgazeti
RU | GE  

პედაგოგთა პროფკავშირი ახალ პრეზიდენტს 30 ოქტომბერს აირჩევს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ახალ პრეზიდენტს 30 ოქტომბერს აირჩევს.

პრეზიდენტის არჩევის თარიღი პროფკავშირების აღმასრულებელმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე განსაზღვრა.

მანამდე კი #39-ე სხდომაზე  საბჭომ  ყოფილი პრეზიდენტის მანანა ღურჭუმელიძის გადადგომის შესახებ განცხადება განიხილა.

სპმთპ-ის წესდების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება პროფკავშირის წევრი იყოს, რომელსაც პროფკავშირებში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მუშაობის სულ ცოტა სამწლიანი გამოცდილება აქვს და  მინიმუმ 5 წლის მანძილზე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობის დელეგატია.

კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გასტანს.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი