პაპუაშვილის წერილში საუბარი იყო მოსამართლეებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე, რომლებიც სამართალსამცავმა ორგანოებმა არ გამოიძიეს.
უსუფაშვილი პაპუაშვილს შეხვედრას და პრობლემების მოგვარების შესაძლო გზებზე საუბარს სთავაზობს:
“ბატონო გიორგი,
გავეცანი თქვენს წერილს, რომელშიც მიუთითებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შემშლელ გარემოებებზე და ითხოვთ მათ აღსაკვეთად სათანადო ზომების მიღებას.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, დავგეგმოთ შეხვედრა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად განვიხილოთ როგორც პრობლემები, ისე მათი მოგვარების შესაძლო გზები.
ეფექტური, დამოუკიდებელი და ობიექტური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფადაც ყველა შესაძლო ზომას უნდა მივმართოთ.
პატივისცემით,
დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
21 ოქტომბერი, 2015″