ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: აფხაზეთმა ეკონომიკის განვითარებისთვის რუსეთისგან წელს ფული ვერ მიიღო

21 ოქტომბერი, 2015 • • 1008
ხაჯიმბა: აფხაზეთმა ეკონომიკის განვითარებისთვის რუსეთისგან წელს ფული ვერ მიიღო

მისი თქმით, მიმდინარე წელს ეკონომიკის განვითარებისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარება რუსეთისგან აფხაზეთს არ მიუღია. 

 
შესაბამისად, როგორც რაულ ხაჯიმბა აცხადებს, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეიქმნა. 
 
აქვე ხაჯიმბა ამბობს, რომ კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს აფხაზეთში სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 

“ბოლო წლებში აფხაზეთმა მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიიღო რუსეთისგან. სამწუხაროდ, ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი არამიზნობრივად დაიხარჯა. მათ, ვისაც ამ რესურსებზე წვდომა ჰქონდათ, ფული საკუთარ კეთილდღეობას მოახმარეს. თუმცა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ისევ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფება”, – აცხადებს ხაჯიმბა.

 
 როგორც ის ამბობს, ფინანსური დახმარება აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენისკენ უნდა იყოს მიმართული, რათა, ხაჯიმბას თქმით, “სახელმწიფოს მუდმივად გაწვდილი ხელით ვერ ააშენებ”.
 
 
“ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმებების გარკვეულ საკითხებზე განხილვისას სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მოლაპარაკებების დროს ურთიერთგაგებას სასურველი შედეგი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როდესაც შენ უკვე რაღაც აზრი, შეხედულებები გაქვს მომწიფებული. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ვიხელმძღვანელოთ გარკვეული პრინციპებითა და კრიტერიუმებით. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, რომელიც  არ შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ”.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი