ახალი ამბები

საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრის ვინაობა ცნობილი გახდა

21 ოქტომბერი, 2015 • 1580
საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრის ვინაობა ცნობილი გახდა

ხმის მიცემის პროცესში “ჰუალინგ თბილისში” 19–21 ოქტომბერს გამართულ პროკურორთა კონფერენციის მესამე დღეს მონაწილეობა მიიღო 428 გამომძებელმა და პროკურორმა. საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორი წევრი კონფერენციამ გუშინ აირჩია.

 

დღეს პროკურორებმა ანზორ უსტიაშვილი 355 ხმით აირჩიეს, ხოლო მამუკა ფიფია- 324 ხმით. 

 

საპროკურორო საბჭოს 20 ოქტომბერს არჩეული წევრები კი არიან: მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი გიგა ძნელაძე (391 ხმით), მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი (378 ხმით), მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა ფარულავა (381 ხმით), რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე (337 ხმით), თბილისის პროკურატურის პროკურორი ანა კალანდაძე (362 ხმით), თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე (359 ხმით).

 

საპროკურორო საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ნიშნავს მთავრ პროკურორს. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ისა.


პროკურორთა კონფერენცია 20.10.2015
პროკურორთა კონფერენცია 20.10.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი