რამიშვილის დაკავებასა და პატიმრობას აპროტესტებენ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რამიშვილს ე.წ. ბიომოსაწევი პოლიციამ ჩაუდო. ამ ინფორმაციას უარყოფს პროკურორი. ამასთან, მსახიობის ახლობლების ინფორმაციით, რამიშვილი ახლო მომავალში ფილმში გადაღებას აპირებდა და გაუგებარია, რატომ ხდება წინასწარი პატიმორბის გამოყენება.
რუსთავი 2-ის ცნობით, გადაწყვეტილების დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა ბრალდებულის მიერ თავისუფალი დროის არასათანადოდ გამოყენება, უმუშევრობა და ის ფაქტი დაასახელა, რომ იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ უკვე იმყოფება.
“მე ვერ დავრწმუნდი იმაში, რომ თქვენ ამ თავისუფალ დროს კარგი საქმეებისთვის იყენებთ. ძალიან კარგი იყო ის, რაც თქვით, რომ მომავალში ფილმში გადაღებას აპირებთ, მაგრამ ეს მხოლოდ ფუჭი მოლოდინებია”, – თქვა მოსამართლემ.