„თქვენ ისეთ განცხადებას აკეთებთ ბატონო ჯაბა, მოსამართლესავით, მე მგონი უკვე გამოძიებაც დაასრულეთ და ხელისუფლება დაადანაშაულეთ“, – უპასუხა მას საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა.
„თქვენ წამოწყეთ ახლა ეს თემა თუ ამას ნაციონალური მოძრაობა იყენებდა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, როგორც თქვენ ამბობთ, ახლა თქვენ იყენებთ პარტიის რეკლამირებისთვის, ამიტომაც ეს თემა წამოწიეთ. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით ამ თემაზე საუბარს“, – განაცხადა ნატალია ზოიძემ, საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან” .
დისკუსია საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნოდარ დუმბაძემ გააგრძელა:
„ამაზრზენია კადრები, რომელი გავრცელდა და მე იმ ადამიანების გვერდით ვდგავარ, რომლებიც ითხოვდნენ დამნაშავეების გასამართლებას. უბრალოდ, ძალიან ცუდია, როდესაც „თავისუფალი დემოკრატები“, ჯაბა ბერიძე აკეთებს ამ განცხადებას. მინდა მას შევახსენო და თქვენ შეგახსენოთ, რომ ამ კადრებით მოხვედით ხელისუფლებაში. თქვენ მოხვედით ცოცხებით ხელისუფლებაში და აპირებთ ცოცხების კადრებით დარჩეთ ხელისუფლებაში. ძალიან ცუდია, რომ ამ კადრებით საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკაზე ზემოქმედებთ და მორალზე სპეკულირებთ მეოთხე წელია უკვე ხელისუფლებაში ხართ. დაიჭირეთ ბატონო დამნაშავეები, ზოგიერთი, ვინც კადრებში ჩანდა, დაწინაურებულია და წამყვან თანამდებობაზე მუშაობს, მორალზე ნუ მელაპარაკებით“.
ნოდარ დუმბაძის ამ განცხადებას საკრებულოს „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავმჯდომარე თემურ ყურაშვილი გამოეხმაურა, რასაც მისი და საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის დაპირისპირება მოჰყვა.
თემურ ყურაშვილი: „რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, მინდა ბატონ ნოდარს მოვახსენო, რომ რესპუბლიკური პარტია იყო პირველი, რომელმაც პოზიცია გამოხატა. თუ ნახეთ თქვენ, დავით ზურაბიშვილის პოზიციაც იყო გამოქვეყნებული და შემდეგ თინა ხიდაშელის პოზიციაც. ასე რომ რესპუბლიკურმა პარტიამ გამოხატა, რომ არ შეიძლებოდა ამ კადრების ასე გამოტანა. მე ეს კადრები არ მინახავს, ვიცი რაც იქნება შიგნით, მე არც ნერვები მყოფნის მაგისთვის და არც ფსიქოლოგი ვარ. ეს იყო არასწორი საქციელი, ვინც გააკეთა და მე არ ვიშვერ ხელს ხელისუფლებისაკენ, არა მგონია, რომ ეს ხელისუფლების გაკეთებულია. შეიძლება ვიღაცას უფრო აწყობდა ამის გაკეთება, რომ არეულიყო რაღაც სიტუაციები, ამიტომ დღეს ჩვენ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ.“
ირაკლი ჭეიშვილის პასუხი: „კრიტიკული უნდა ყოფილიყავით მაშინაც, როდესაც ეს კადრები გავრცელდა და როდესაც ხელისუფლებაში მოვდიოდით. ჩემი პოზიციაა ეს მხოლოდ და მხოლოდ და არა პარტიის და არა უმრავლესობის“.
თემურ ყურაშვილი: „ვერ დაგეთანხმებით, 2012 წელს იყო სხვა ვითარება და ახლა სულ სხვა ვითარებაა, ჩვენ არ მოგვიგია ცოცხებით, ცოცხებით წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ. ის მომენტი დაანახეს და მას შემდეგ სამი წელია ვართ ხელისუფლებში და დღეს კიდევ როცა თანამდებობის პირები ამას აზიარებენ, ცოტა არ იყოს უხერხული მომენტია.“
ირაკლი ჭეიშვილი: „მე გავაზიარე ბატონო თემურ და ეს თქვენი მოსაზრებაა. თქვენ ყოველთვის ფიქრობთ, რომ წყნარად უნდა იყოთ, სხვისი ხელით აკეთოთ საქმე, სხვისი ხელით მოხვიდეთ ხელისუფლებაში, ეს არი ჩემი შეხედულება. მე გავაზიარე ის კადრები.“
თემურ ყურაშვილი: „ვისი სხვისი ხელით ბატონო ირაკლი?“
ირაკლი ჭეიშვილი: „მე ასე ჩევთვალე საჭიროდ და ხვალ რომ კიდევ გამოქვეყნდეს, კიდევ გავაზიარებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ აპირებთ სხვისი გაკეთებული საქმით მერე საქმის გაკეთებას. ასე ხართ მე რაც ტელევიზორში გიყურებთ, პოლიტიკაში ვარ, გხედავთ და ანალიზს ვაკეთებ.“
საკრებულოს დარბაზიდან თავმჯდომარის ამ სიტყვებს აპლოდისმენტები მოჰყვა.