ახალი ამბები

ჩვენ სიძულვილის და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ — შოლცი

3 ივნისი, 2024 •
ჩვენ სიძულვილის და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ — შოლცი

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები იქნებიან. ამის შესახებ მან განაცხადა ბოლო დღეებში გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებზე საუბრისას.

ოლაფ შოლცის ეს განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა.

„ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები. ჩვენ სიძულვილის და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ.

ხალხის უმრავლესობა ღირსეულია და მათი ხმა უდავოდ უნდა იქნას გაგებული“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი