ახალი ამბები

ნუგზარ წიკლაური: თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის ოთხ ოფისს

19 ოქტომბერი, 2015 •
ნუგზარ წიკლაური: თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის ოთხ ოფისს

“ჩვენს 4 რეგიონულ ოფისზე, ეს არის ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის და გორის რეგიონალური ორგანიზაციები, მოხდა თავდასხმა აგრესიულად განწყობილი ჯგუფების, რომლებიც არიან ხელისუფლების მიერ ორგანიზებული. ეს ცხადია იქიდან, რომ თვითონ აქციაში მონაწილეობენ გამგებლები და საკრებულოს წევრები. კერძოდ, ქუთაისსში ვანის გამგებელი იმყოფება და აგრეთვე საკრებულოს წევრი. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მოახდინონ დაპირისპირება და დესტაბილიზაცია და გამოიწვიონ როგორმე ის ხალხი, რომლებიც ჩვენს ოფისებში ახლა იმყოფება”, – განაცხადა წიკლაურმა.

“მიზეზი გასაგებია, ვითომდა ეს არიან აღშფოთებული ხალხი, რომლებმაც ნახეს გუშინწინ გავრცელებული კადრები და ეს არის გაგრძელება გუშინდელი დღის, როდესაც ასევე საკრებულოს წევრებთან და მერებთან ერთად პირდაპირ კინოჩვენებებს აწყობდნენ ქუჩაში”, – აცხადებს წიკლაური.

ნაციონალური მოძრაობის ოფისს ბათუმში თავს დაესხნენ. 19.10.2015
ნაციონალური მოძრაობის ოფისს ბათუმში თავს დაესხნენ. 19.10.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი