“საგანგაშოა ევროკავშირის მხარდაჭერის შემცირება. პირველ რიგში ეს დაკავშირებულია მთავრობის არასწორ პოლიტიკასთნ. საზოგადოება შეიძლება ვერ ერკვეოდეს ევროკავშირის მნიშვნელოვან მისიებში, ამიტომ უნდა შევხედოთ, რა გზავნილებს აკეთებს მთავრობა. როცა ის ლაპარაკობს, თუ რა მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი, რა თქმა უნდა, ეს აბნევს საზოგადოებას და იწვევს გაურკვევლობას. როდესაც ენმ-ს ებრძვიან ყველა ხერხით, რატომ არაფერს ამბობენ ინაშვილზე ან ბურჯანაძეზე? ვერ ვხედავთ, რომ რაიმე დისკომფორტია მათთვის ეს. მე არ მინახავს მათი მისამართით მთავრობის კრიტიკა,”– ამბობს ხოშტარია.
ხოშტარია ასევე ამბობს რომ მთავრობისათვის ქსენოფობიური გამოცემებისა და ტელევიზიების არსებობა დისკომფორტს არ წარმოადგენს:
“ამ გამოცემებთან მთავრობა თანამშრომლობს. რატომ უდებს მთვრობის წარმომადგენელი რეკლმაზე კონტრაქტს “ობიექტივს”? როცა ის არ არის რეიტინგული არხი. ეს არის არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ წაახალისებს კიდეც მათ”.
ხოშტარიას განცხადებით, სწორედ ამიტომ იზრდება გაურკვევლობის დონე საზოგადოებაში და შედეგად, იზრდება ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობაც.
რაც შეეხება ევრაზიული კავშირის მომხრეთა 31%–ს, ხოშტარია აცხადებს, რომ ეს ადამიანების გაურკვევლობაზე მეტყველებს, რადგანაც არის ადამინების დიდი რაოდენობა, რომლებიც როგორც ევრაზიულ კავშირს, ისე ევროკავშირს უჭერს მხარს. მისი განცხადებით, ზუსტად არ იცის საზოგადოებაm, თუ რა არის ევრაზიული კავშირი.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 12%–მა განაცხადა, rომ მხარს უჭერს როგორც ევროკავშირში, ასევე ევრაზიულ კავშორში გაწევრიანებას.
NDI–ის გამოკითხვა ამა წლის 8 აგვისტოდან – 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. 2015 წლის აგვისტოს კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (sida) მიერ.