ახალი ამბები

რატომ სურთ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში და ევრაზიულ კავშირში ინტეგრაცია?

17 ოქტომბერი, 2015 •
რატომ სურთ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში და ევრაზიულ კავშირში ინტეგრაცია?

კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ასახავს მოსახლეობის განწყობებს 2015 წლის  8 აგვისტოდან – 10 სექტემბრამდე პერიოდში, ევროკავშირში ინტეგრაციის  საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს 61 % უჭერს მხარს.  თუმცა ამ ადამიანების 12 % ევროკავშირთან ერთად ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეცაა.

 

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ევრაზიის კავშირში გაერთიანებას, გამოკითხულთა 31 %-მა დადებითად უპასუხა.

NDI-იმ ევროკავშირის და ევრაზიული კავშირის მომხრეებს ასევე ჰკითხა, რატომ უჭერდნენ მხარს? შედეგები ასე გამოიყურება:

NDI-ის 2015 წლის აგვისტო- სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი
NDI-ის 2015 წლის აგვისტო- სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი

გამოკითხვა NDI -ის დაკვეთით CRRC -საქართველომ ჩაატარა. კვლევა ჩატარდა 2015 წლის  8 აგვისტოდან – 10 სექტემბრამდე პერიოდში. კვლევის ფარგლებში  საქართველოს მასშტაბით  წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე 4,448 პირისპირ ინტერვიუ ჩაატარეს. კვლევის შედეგების  საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (sida) მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი