“პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში NDI-ს გამოკითხვებით ჩემი პარტია ძირითადი ლიდერების დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად იგებს არჩევნებს,”– წერს მიხელ სააკაშვილი საკუთარ ფეიუსბუკის გვერდზე.
NDI–მ კვლევის მეორე ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას და საგარეო ურთიერთობებს, დღეს, 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
За даними авторитетного американського інституту, вперше після виборів 2012 року, моя партія в Грузії “Національний Рух”…
Posted by Mikheil Saakashvili on Saturday, October 17, 2015
NDI-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?”, მოსახლეობის 35% ასახელებს, რომ არ იცის, 14% – არც ერთ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას -13%, ქართულ ოცნებას კი- მხოლოდ 11%.
ამავე კითხვაზე, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?” იმ გამოკითხულებმა, რომლებიც არჩევნებზე წასვლას აპირებენ, შემდეგნაირად უპასუხეს: არ ვიცი – 31%, ენმ – 15%, ქართული ოცნება -14%, უარი პასუხზე -11%, არც ერთი პარტია – 10%, თავისუფალი დემოკრატები – 5%.