რესპონდენტთა 13% პასუხზე უარს აცხადებს.
NDI–ს კვლევს თანახმად, ამავე კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” იმ გამოკითხულებმა, რომლებიც არჩევნებზე წასვლას აპირებენ, შემდეგნაირად უპასუხეს: არ ვიცი – 31%, ენმ – 15%, ქართული ოცნება- 14%, უარი პასუხზე -11%, არც ერთი პარტია – 10%, თავისუფალი დემოკრატები – 5%.
ხოლო კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტი არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით, რომელი პარტია გაიმარჯვებდა?” რესპონდენტთა 38% აცხადებს, რომ არ იცის, 20% ფიქრობს, რომ პირველ ადგილზე “ქართული ოცნება” გავიდოდა, 10% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 3% – თავისუფალი დემოკრატები”. 10% პასუხობს, რომ “არცერთი პარტია”, ხოლო სხვა პარტიების პირველ ადგილზე გასვლას ჯამში 6% ვარაუდობს.